• არქიტექტურის პროგრამა

    ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS
  • თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩასაბარებლად სავალდებულო შემოქმედებითი ტურისთვის პორტფოლიოს ატვირთვა დაიწყო.  

    პორტფოლიოს ატვირთვის ბოლო ვადაა 8 ივნისი, 2026 წელი.

  • პორტფოლიო

  • პორტფოლიოს (ნამუშევრების) მოთხოვნები:

    1. აბიტურიენტი ელექტრონულად წარადგენს პორტფოლიოს, რომელიც შედგება 8 ნამუშევარისგან.


    2. პორტფოლიო ციფრულად უნდა იყოს წარმოდგენილი/ატვირთული.


    3. ნამუშევარი (ვიდეოს გარდა) უნდა იყოს წარმოდგენილი jpg ფორმატით.


    4. პორტფოლიოსთვის უნდა აიტვირთოს ნამუშევრები, რომლებიც შესრულებულია
    მხოლოდ და დამოუკიდებლად აბიტურიენტის მიერ, სხვისი პირდაპირი შემოქმედებითი და ტექნიკური ჩარევის ან დახმარების გარეშე.

    5. არ დაიშვება ჯგუფური ნამუშევრები.

    6. ნამუშევრებში უნდა ჩანდეს, რომ აბიტურიენტს აქვს ზოგადი სივრცითი აზროვნების უნარი, შეუძლია განავითაროს იდეა სისტემურად ჩანახატებიდან, ნახაზებიდან - სივრცით მაკეტამდე/მოდელამდე. ასევე აქვს სამგანზომილებიანი მოცულობის აღქმის უნარი, ფლობს კომპოზიციის, პერსპექტივის და შუქ-ჩრდილების საბაზისო პრინციპებს.

    7. წარმოდგენილი ნამუშევრები არ უნდა მოიცავდეს კერძო გაკვეთილების
    ფარგლებში, ან სხვაგვარად ხელმძღვანელობის ქვეშ შესრულებულ
    დავალებებს/სავარჯიშოებს/ნამუშევრებს (მაგალითად: თაბაშირის ფიგურები/ასლები, ნატურმორტები, საინჟინრო გრაფიკის სავარჯიშოები/ნამუშევრები). ასეთი ნამუშევრები არ განიხილება და არ ჩაითვლება წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობაში.

    8. ნამუშევრები შეიძლება შესრულებული იყოს ნებისმიერი ტექნიკით: კომპიუტერული გრაფიკით შესრულებული ნამუშევარი, ფოტო, ვიდეო, გრაფიკული ან ფერწერული ნახატი, ჩანახატი, ნახაზი, ნებისმიერ მასალაში შესრულებული მოდელი/მაკეტი და სხვა.
    ნამუშევრები შეიძლება შესრულებული იყოს ასევე სხვადასხვა ტექნიკის კომბინაციით.

    9. ვიდეოს შემთხვევაში, ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მაკეტის ან მოდელის გაბარიტები არ უნდა აღემატებოდეს 80 x 80 x 80 სმ-ს.

    10. წარმოსადგენი 8 ნამუშევრიდან:
    10.1. ატვირთული ნამუშევრებიდან 4 უნდა პასუხობდეს შემდეგ თემებს: 

    ჩემი სივრცე, შენობები ან/და ნაგებობები, ქუჩა, ხელთქმნილი ლანდშაფტი. 
    აბიტურიენტის მიერ შერჩეული ნებისმიერი ტექნიკით;

    10.2. ატვირთული ნამუშევრებიდან 1 უნდა იყოს აბიტურიენტის მიერ თავისუფლად შერჩეულ თემაზე და შესაძლებელია შესრულებული იყოს ნებისმიერი ტექნიკით და ნებისმიერი მასალის გამოყნებით

    10.3. ატვირთული ნამუშევრებიდან 3 უნდა იყოს ერთი თემის/ნამუშევრის განვითარების ამსახველი ან ამ თემის/ნამუშევრის აღმწერი: ჩანახატების ან/და ნახაზების ან/და სქემების (სამინდან ორი ნამუშევარი) და აუცილებლად მაკეტის (მესამე ნამუშევარი) სახით.

    11. იმ შემთხვევაში, თუ ერთი აბიტურიენტის მიერ აღმოჩნდება ერთზე მეტი
    ატვირთული პორტფოლიო, განხილული და შეფასებული იქნება ამ აბიტურიენტის მიერბოლოს ატვირთული პორტფოლიო.

    12. ციფრულად ატვირთული ერთი ნამუშევრის სხვადასხვა რეპრეზენტაცია ითვლება ერთ ნამუშევრად.

    13. ციფრულად ატვირთული ნამუშევარი, რომელიც შედგება რამდენიმე
    რეპრეზენტაციისგან ითვლება ერთ ნამუშევრად.

    14. თუ ნამუშევრის ორიგინალი ხელმოწერილია, ატვირთულ ნამუშევარზე ხელმოწერა უნდა იყოს დაფარული ტექნიკური საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნამუშევარი არ შეფასდება.

    15. თუ აბიტურიენტი ციფრულად ატვირთავს 8-ზე ნაკლებ ნამუშევარს (მაგრამ არანაკლებ 5-ს, რომ პორტფოლიო განხილული იქნეს), ამ შემთხვევაში მის შეფასებას დააკლდება ყოველ დაკლებულ ნამუშევარზე შეფასების 8 ქულა (მაქსიმალური 60-დან).

    16. 5-ზე ნაკლები ნამუშევრის ატვირთვის შემთხვევაში პორტფოლიო არ განიხილება და აბიტურიენტის მოწვევა არ ხდება გასაუბრებაზე და ტესტირებაზე.

    17. აბიტურიენტი, რომელიც ციფრულად ატვირთავს ნამუშევარს, მაგრამ არ
    გამოცხადდება გასაუბრებაზე - არ შეფასდება და არ იქნება მოწვეული შემდგომ ეტაპზე მონაწილოებისათვის.

    18. აბიტურიენტი რომელიც არ გამოცხადდება კონკურსის - შემოქმედებითი ტურის ერთ-ერთ ეტაპზე, არ შეფასდება.

    19. აბიტურიენტი, რომლის პორტფოლიოც დააკმაყოფილებს ზემო აღნიშნულ
    მოთხოვნებს დაიშვება კონკურსზე - შემოქმედებით ტურზე. 

    გაეცანით შემოქმედებითი ტურის სხვა მოთხოვნებს

  • პირადი მონაცემები

    • ნამუშევარი 1 
    • ნამუშევრის ტიპი*
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 2 
    • ნამუშევრის ტიპი*
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 3 
    • ნამუშევრის ტიპი*
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 4 
    • ნამუშევრის ტიპი*
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 5 
    • ნამუშევრის ტიპი*
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 6 
    • ნამუშევრის ტიპი
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 7 
    • ნამუშევრის ტიპი
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • ნამუშევარი 8 
    • ნამუშევრის ტიპი
    • Upload a File
      Drag and drop files here
      Choose a file
      Cancelof
    • საკონტაქტო ინფორმაცია 
    • საკონტაქტო ინფორმაცია

      ნინო ნაბულიშვილი

      ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა VA[A]DS-ის კოორდინატორი

      +995 579 087118, n.nabulishvili@freeuni.edu.ge

    • პერსონალური მონაცემების დამუშავება

      სარეგისტრაციო ფორმის შევსებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობის შესაბამისად აკადემიური მიზნებისათვის. ატვირთული და შევსებული მონაცემების დამშუშავება მოხდება შევსებიდან ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მონაცემები დაარქივდება.

    • Should be Empty: