ასოცირებული წევრები წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირებს ან უცხოურ იურიდიულ პირებს ან/და მათ საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალებს და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
I. არიან შესაფუთი მასალების წარმოების ინდუსტრიის ღირებულების ჯაჭვის (აღმავალი/დაღმავალი) წევრები, როგორიცაა შესაფუთი მასალების მწარმოებელთა მომწოდებლები ან მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ კარგი რეპუტაციით და მისაღებია კლასტერისთვის/ასოციაციისთვის, აგრეთვე საქმიანობას ეწევიან საქართველოში ან საერთაშორისო მასშტაბით.
II. არიან იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობას ეწვიან საქართველოში და დაინტერესებული არიან იმ მიზნებითა და მომსახურებებით, რომელთა გაწევისთვისაც შექმნილია კლასტერი/ასოციაცია ან დაინტერესებული არიან მიიღონ მონაწილეობა პროექტებში, რომელსაც ახორციელებს კლასტერი/ასოციაცია.
III. მსგავსი კლასტერები/ასოციაციები სხვა ქვეყნებიდან.