• ანკეტა - კვლევა

  •  

    წინამდებარე კვლევაში მონაწილეობით, რესპონდენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ (შემდგომში უნივერსიტეტი) დამუშავებულ იქნას კითხვარის შევსების შედეგად მოპოვებული პერსონალური მონაცემი (აუდიო-ჩანაწერი) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. მათ შორის, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, კვლევითი ამოცანების განხორციელების მიზნით, კითხვარის შედეგები გაუზიაროს კვლევაში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებს/პირებს.

    კითხვარის ფარგლებში მოპოვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ კვლევითი ამოცანების განხორციელების მიზნით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ და შენახული იქნება კვლევის შედეგების დამუშავებისთვის საჭირო გონივრული ვადით.

    კითხვების ან კონსულტაციის შემთხვევაში გთხოვთ მიმართეთ უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (info@dpo.ge ; +995 591 10 95 15)

  • თენდებოდა, ქალაქი სიჩუმეში იყო ჩაფლული, თითქოს დრო გაჩერებულიყო. გულში უცნაური სევდა მქონდა და ნელი ნაბიჯით განვაგრძე სვლა. უცებ, ჩრდილიდან შრიალი გაისმა - ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც მიყურებდა. შიშმა შემიპყრო, სუნთქვა შემეკრა და მეგონა, რომ მარტო აღარ ვიყავი. უეცრად მზემ გამოანათა, ქუჩა განათდა და სითბო ჩამოიღვარა. გულში იმედი ჩამესახა: რაც არ უნდა მოხდეს, გზა ყოველთვის მოიძებნება. სწორედ მაშინ ჩრდილიდან ძველი მეგობარი გამოჩნდა. სიხარულმა დამიარა, თვალები გამითბო და გულში მხოლოდ ერთი სიტყვა გაჩნდა - ბედნიერება.

  • ქვემოთ მოცემულია ფრაზები, რომლებიც აღწერს ადამიანის ქცევებს. გთხოვთ, გამოიყენეთ თითოეული ფრაზის ქვევით არსებული შეფასების სკალა რათა აღწეროთ, რამდენად ზუსტად შეგეფერებათ თითოეული დებულება.

    გთხოვთ, შეაფასეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ახლა ხართ და არა ისეთი, როგორიც გსურთ, რომ იყოთ მომავალში.

    შეაფასეთ საკუთარი თავი ისე, როგორც გულწრფელად ხედავთ საკუთარ თავს, თქვენივე სქესისა და დაახლოებით თქვენივე ასაკის სხვა ადამიანებთან შედარებით.

    იმისათვის, რომ შეძლოთ საკუთარი თავის გულწრფელად შეფასება, თქვენი პასუხები აბსოლუტურად კონფიდენციალური იქნება.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • Should be Empty: