თანხმობა
სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო-ში დაცული მონაცემების დამუშავების თაობაზე
მე, გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალ“ -ს (ს/კ: 204568574), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია ხელმოწერიდან/დადასტურებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში (იურიდიული პირის შემთხვევაში 60 სამუშაო დღის განმვალობაში).